რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს პრემიერად დანიშვნას არ მიულოცავს. მისი განმარტებით, დიდი ბრიტანეთი რუსეთისთვის მტრული ქვეყანაა.
რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად 25 ოქტომბერს დაინიშნა.
ბრიტანეთი რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან უერთდება, სწორედ ამიტომ, პუტინი ბრიტანეთს მტრულ ქვეყნად განიხილავს.