ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცმოძრაობა” თელავში გაზის ტარიფის ზრდის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

თელავში გაზის ტარიფის ზრდის შეჩერების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობა” ხელმოწერებს აგროვებს. პროცედურა სოფელ აკურადან დაიწყო.

დაახლოებით 7 ათასამდე აბონენტს აპირილიდან ტარიფი 11 თეთრით უძვირდება.

მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს.

“ენერგეტიკის მინისტრი არ აპირებს იმ გადაწყვეტილების შეცვლას, რა გადაწყვეტილებაც მიიღო კომპანია ვისოლთან ერთად და თელავის მოსახლეობას გაზს გაუძვირებს 11 თეთრით. ჩვენ დღეს დავიწყეთ სოფელ აკურაში ხელმოწერების შეგროვება, დღევანდელი დღიდან მოვედებით მთლიანად მთელს რაიონს, ქალაქ თელავს და ამ ხალხის პროტესტს მივიტანთ საქართველოს მთავრობამდე რადგან შეწყვიტონ ეს გადაწყვეტილება“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.

იტვირთბა....