ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე გადმოვიდა საცხოვრებლად, ვიდრე უკრაინის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე — უკრაინის.

“მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე. მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე — უკრაინის”, – ნათქვამია შს სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.

იტვირთბა....