საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ მოგზაურობა ფუფუნების საგანია და ზედმეტ ხარჯებს მოითხოვს. თუმცა, უმეტესობისთვის ეს განტვირთვის საშუალებაა. უცხო ქვეყნების მონახულება საუკეთესო გზაა ყოველდღიური რუტინული ცხოვრებისგან თავის დასაღწევად, საკუთარი თავის აღმოსააჩენად, თავგადასავლებისა და მეგობრების შესაძენად.
დღეს, სოციალური მედია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მარტივად მივიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ ქვეყანაზე, ქალაქზე, მსოფლიოს ხალხთა წეს-ჩვეულებებსა და კულტურაზე. თუმცა, საკუთარი თვალით ნანახითა და განცდილით ვიღებთ ახალ გამოცდილებებს და გამოწვევებს რათა გავიგოთ მეტი ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროზე.
თუ მზად ხარ, რომ დროა შეცვალო საკუთარი ცხოვრება და გაიცნო მსოფლიო, შეიძინე ავიაბილეთები იაფად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და დაიწყე მოგზაურობა.
ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს სთავაზობს. ფრენებს ახორციელებს ყოველდღე, მოკლე და საშუალო მანძილზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ქუთაისიდან პირდაპირი რეისით შეგიძლიათ გაემგზავროთ შემდეგ მიმართულებებზე: პარიზი, ვენა, რომი, ბარსელონა, პრაღა, მილანი, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, ტალინი, რიგა, აბუდაბი, ბერლინი, დორტმუნდი, ბუდაპეშტი, გდანსკი, ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე, მინსკი, ნურსულთანი, აქტაუ.
რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულება ქუთაისიდან?
- ვენა
ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქი, ვენა მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქია. ვენაში ვიზიტისას აუცილებლად გაისეირნეთ პატარა ქუჩებში, ისიამოვნეთ უგემრიელესი კერძებითა და გემრიელი ღვინით, გაეცანით უძველეს ისტორიასა და დატკბით ამ უნიკალურ ქალაქის არქიტექტურით.
ვენის ძველი ქალაქის ცენტრი მსოფლიოს მემკვიდრეობითი ძეგლების სიაშია შეტანილი, რომელიც მდიდარია არქიტექტურული ანსამბლებით, ულამაზესი ბაღებითა და მრავალი ბაროკოს სტილის სასახლით, რომლებიც მის დიდებულ იმპერიულ დღეებში გამოგზაურებენ. ვენა ასევე ცნობილია, როგორც მუსიკის ქალაქი. ეს იყო მრავალი ცნობილი კლასიკური მუსიკოსის სახლი, როგორიცაა ბეთჰოვენი და მოცარტი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით რეისებს უნგრლი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ასრულებს. სულ რაღაც 3 საათსა და 30 წუთში თქვენ ამ მომხიბვლელ ქალაქში აღმოჩნდებით.
2. პარიზი
საფრანგეთის დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. პარიზი არის შესანიშნავი ღირსშესანიშნაობების მქონე, ლამაზი და კულტურული ქალაქი, მრავალი მხატვრის, მწერლისა და კინორეჟისორის შთაგონების წყარო და დაუვიწყარი მოგონენების გარანტი.
პარიზის ბოლომდე შესასწავლად, გირჩევთ მოინახულოთ ეს ზღაპრული ქალაქი სხვადასხვა სეზონზე, რადგან ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს.
პარიზში მოხვედრა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან, საკმაოდ მარტივი და რაც მთავარია, საკმაოდ დაბალ ფასადაა შესაძლებელი. აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს.
3. ბარსელონა
ესპანეთის ერთ-ერთი ყველა ლამაზი ქალაქი ყოველთვის იყო და იქნება ევროპის საუკეთესო მიმართულებებს შორის, თავისი განსაცვიფრებელი პლაჟებით, აღმაფრთოვანებელი არქიტექტურით, კულუტით, ტრადიციული კერძებითა და ცხოვრების შეუდარებელი ხარისხით.
კატალონიის დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული არტეფაქტების სიმრავლით, უზომოდ საინტერესო და ამაღელვებელი ქალაქია, სადაც შეხვდებით გოთურ ბაზილიკებს, რომლებიც დიდებული და თანამედროვე შენობებს შორის გამორჩეული ხიბლითა და სიმაყით იკავებს კუთვნილ ადგილს. ქალაქის არქიტექტურის უმეტესი გამორჩეული შენობა-ნაგებობები დაპროექტებულია ყველასათვის ცნობილი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის მიერ.
ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით, ავიაბილეთის დაჯავშნა საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად, ავიაკომპანია Wizz Air-ითაა შესაძლებელი. პირდააპირი ფრენის ხანგრძლივობა ჯამში სულ რაღაც 5 საათს მოიცავს და თქვენ აღმოჩნდებით ამ შესანიშნავ ქალაქში,სადაც მიიღებთ დაუვიწყარ გამოცდილებას.
4. რომი
იტალიის დედაქალაქი რომი ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ძლიერი იმპერიის დედაქალა. ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება, რომელსაც სხვაგვარად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ, გამოირჩევა წარმოუდგენელი ხელოვნების ნიმუშებით, ცხოვრების მშვიდი ტემპით და მსოფლიოში ცნობილი სამზარეულოთი.
ქალაქში შეხვდებით შთამბეჭდავ არქიტექტურასა და უძველეს ნაგებობეს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. მათი ხილვის შემდეგ თავად შეიგრძნობთ რომის იმპერიის სიდიადესა და ძლევამოსილობას.
რომის ორი მთავარი აეროპორტიდან ერთ-ერთი ფიუმიჩინოს აეროპორტია, სადაც პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს.
5. პრაღა
ქალაქი მუზეუმი – სწორედ ასე ეწოდება ჩეხეთის დედაქალაქს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა აღიარებული. პრაღა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს თავისი გოთური, ბაროკოს, რენესანსისა და არტ ნუვოს სტილით.
პრაღა ნამდვილად აღგაფრთოვანებთ და დაიპყრობს თქვენს გულს თავისი სილამაზით. გაისერინეთ ბაროკოს სტილის ბაღებში, მიირთვით ფინჯანი ჭიქა ყავა და დატკბით უძველესი ქალაქის ატმოსფეროთი.
შეიძინეთ ვიზიარი -ის ავიაბილეთები პრაღის მიმართულებით და გაემგზავრე ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისით ამ საოცარ ქალაქში, სადაც მგზავრობა მხოლოდ 3 საათსა და 45 წუთს მოიცავს.
როგორ შეიძინო იაფი ავიაბილეთები?
ავიაბილეთები იაფად რომ შეიძინოთ, ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად:
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1,5-2 თვით ადრე.
- ისარგებლე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით.
- უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე.
- დაგეგმეთ მოგზაურობა არასეზონურ პერიოდში.
- შეარჩიეთ შუა კვირის რეისები.
- გასამგზავრებლად აირჩიეთ დილის ფრენა.
- შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
იმისათვის, რომ ავიაბილეთები მარტივად შეიძინოთ, გამოიყენეთ საძიებო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაგიმარტივოთ ძიების პროცესი.
არსებობს აუმრავი უცხოური თუ ქართული საძიებო სისტემა, თუმცა მნიშვნელოვანია აარჩიოთ ისეთი, რომელიც სრულიად თქვენზე იქნება მორგებული და გაგიმარტივებთ ძიების პროცესს.
წორედ ასეთია tickets ge -ს საძიებო სისტემა, სადაც თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი სახელი, საკონტაქტო ნომერი, დანიშნულების ქალაქი და სასურველი რიცხვი გასამგზავრებლად. “გაგზავნა” ღილაკზე დაწკაპებიდან უმოკლეს დროში კი დაგიკავშირდებათ ოპერატორი, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ფრენასთან დაკავშირებით.