ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ჩვენ შურს ვიძიებთ, ამას არასდროს გაპატიებთ! – ზელენსკი დნიპროს დაბომბვაზე

მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

მისი თქმით, უკრაინა შურს იძიებს.

„ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, – აცხადებს პრეზიდენტი.

იტვირთბა....