ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში N1 სამშობიარო სახლი დახურეს – რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი

ქუთაისში, N1 სამშობიარო სახლი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის შენობაში მდებარეობდა, დახურეს – “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამშობიარო სახლმა ორსულების მიღება ლიცენზიის შეჩერების მიზეზით შეწყვიტა, მათ არსებული სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლეგ სინაურიძე, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში დედათა და ბავშვთა მიმართულებით დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, “კლინიკა ბომონდში“ სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ოლეგ სინაურიძე კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტს 2017 წლამდე, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

“”გუნდში გვაქვს მატება, რაც გვახარებს. დღეიდან ბატონი ოლეგ სინაურიძე „კლინიკა ბომონდის“ გუნდის წევრი გახდა. მინდა მადლობა ვუთხრა კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას, ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეულმა აქ შემოსულმა პაციენტმა თავი არა საავადმყოფოში, არამედ ოჯახში იგრძნოს. თითოეულ დღეს ჩვენთვის ახალი გამოწვევები მოაქვს და კლინიკაც შეეცდება, გამოწვევებს შესაბამისად უპასუხოს,“ – განაცხადა კლინიკის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა მამუკა მიქაძემ.

იტვირთბა....