ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუდგიდის სასამართლო სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მსჯელობს

ზუგდიდში სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, ამოღებული არ არის არც მკვლელობის იარაღი. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიმართ არსებობდა გარკვეული უწყებების მიმართ ინტერესი და ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა. დაკავებულს სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი ადამიანის მკვლელობა ბრალდება.

“ჩემი დაცვის მქვეშ მყოფმა თავი დამნაშავედ არ ცნო, გამოძიებას არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ბრალი დასდოს. სასამართლოს მივმართავ, რომ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება მას არ შეეფარდოს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარბაზიდან იქნეს გათავისუფლებული“ – განაცხადა დავით ბეჭვაიას ადვოკატმა თანდილა ჯოლოღუამ.

 

იტვირთბა....