ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახალხო დამცველის მეტ აპოლიტიკურობას ვისურვებდი – მარიკა არევაძე

სახალხო დამცველობის კანდიდატის მარიკა არევაძის თქმით, ომბუდსმენის უფრო მეტ აპოლიტიკურობას ისურვებდა.

მისივე თქმით,”სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებით საჭიროა ნდობის ამაღლება”.

“უფრო აპოლიტიკურობას ვისურვებდი.უმჯობესია, უფრო მაღალი ნდობა იყოს. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ აქვს ნდობის ის ხარისხი, რომელიც სასურველია, რომ იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ”, – განაცხადა არევაძემ და იქვე განმარტა, რომ ის არ ამბობს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს ნდობა არ აქვს.

“ნუ ცდილობთ ინტერპრეტაციას. ვამბობ, რომ ნდობის ხარისხი არის ასამაღლებელი. ნდობა აქვს, თუმცა დიახ, არასაკმარისი“, – თქვა მარიკა არევაძემ.

იტვირთბა....