სახალხო დამცველობის კანდიდატის გიორგი ბურჯანაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ომბუდსმენად აირჩევენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსს გამოეთიშება.
“იუსტიციის საბჭოში ფორმალური წარდგენა ხდება, მადლობა „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ ამისათვის. ამ პოზიციაზეც მხარი დამიჭირა საქართველოში მოქმედმა 40-ზე მეტმა ორგანიზაციამ. ორივე შემთხვევაში მივიღე ლეგიტიმაცია იმ ადამიანებისგან, ვინც მუშაობენ ამ საკითხებზე. თუ იქნა ჩემზე არჩევანი, ბუნებრივია, გამოვეთიშები იუსტიციის საბჭოს წევრობის კონკურსს. თუ არა, ბუნებრივია, გავაგრძელებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსში მონაწილეობას“- თქვა ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“, დეპუტატის, გივი მიქანაძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, რატომ იღებს ორივე კონკურსში მონაწილეობას.

