[su_quote]ეს გზავნილი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. არავინ ჩვენ ნაცვლად არ იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის თავისუფალი და უსაფრთხო მომავალი, ვინც ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ ამ რეჟიმის შეცვლა.
საჭიროა იმათი დამარცხება, ვისაც უნდა, რომ ამ საბჭოთა, პუტინისტურ ჭაობში ვიყოთ და თაობები შეეწიროს ამას.
თუ ამას მოვახერხებთ, ჩვენ გვექნება თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა, თუ არა, მაშინ ამ ფასს შემდეგი თაობები გადაიხდიან, ისევე, რაც ვიხილეთ 90-იანი წლებიდან დღემდე[/su_quote]
ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა და დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ქვეყნის უკუსვლა გამოიწვია.