ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ყირიმიდან დაიწყო, მისი ოკუპაცია დროებითია – ზელენსკის მიმართვა სამიტზე

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ყირიმის პლატფორმაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოვიდა და სამიტის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, დღევანდელი სამიტი ყირიმის დეოკუპაციის დასაწყისია.

“დიდი მადლობა უკრაინის დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. დღევანდელი სამიტის ჩატარება უკრაინასა და უკრაინულ ყირიმში მშვიდობის დამყარებას ნიშნავს. ეს ასევე ეხება ევროპის კონტინენტს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ყირიმიდან დაიწყო. 8 წლის წინ ეს მზადება იყო რომელიც ფართომასშტაბიან ომს მოასწავებდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია შიმშილის, შანტაჟისა და დაშინების დასაწყისი იყო. რუსეთმა მიტაცებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი დაიწყო. ჩვენ ერთიანები ვართ რათა რუსეთის მიერ დათესილი ქაოსი შევაჩეროთ. ყირიმის ოკუპაცია დროებითია. უკრაინული დროშა მის კანონიერ ადგილს დაუბრუნდება. ეს იქნება ყირიმის ქალაქები და სოფლები. როდესაც ეს მოხდება – იქ მცხოვრები ადამიანები დაინახავენ, რომ მსოფლიო მათ გვერდით დგას. ჩვენ ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას რომელიც ყირიმის ოკუპაციამ გამოიწვია. ყირიმში ეთნიკური და რელიგიური წმენდა მიმდინარეობს. გასული წლებისა და იმ ტერორის შემდეგ რაც ყირიმმა და ყირიმელებმა გადაიტანეს, რეინტეგრაცია რთული იქნება, თუმცა პარტნიორების მხარდაჭერით ამას შევძლებთ. ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება და ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით. ამ მიზანს ყოველდღიურად ვუახლოვდებით” – თქვა ზელენსკიმ.

იტვირთბა....