ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“დასავლეთს რისი გაკეთებაღა შეუძლიათ? თავიანთ ლგბტეებს გამოაგზავნიან საომრად?” – კადიროვი რუსეთს უკრაინის სრულად განადგურებისკენ მოუწოდებს’

ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციით” უკმაყოფილოა, – ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია არ პასუხობს ამ თავდასხმებს ისე, როგორც მას სურს. საპასუხოდ, იგი მოუწოდებს ფაქტიურად პირისაგან მიწისა აღგავონ უკრაინული ქალაქები.

“ჩემი აზრით, ჩვენ სუსტად ვპასუხობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამ თავდასხმებს. თუ უკრაინული ჭურვები შემოფრინდება ჩვენს ტერიტორიაზე, ამის საპასუხოდ აუცილებელია უკრაინის ქალაქების ისე მოსპობა, რომ პირისაგან მიწისა აღიგავოს, ისე, რომ შორეული ჰორიზონტი ჩანდეს“, – განაცხადა მან.

ჩეჩნეთის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთისკენ სროლის სურვილი არ უნდა ჰქონდეს.

მან მოსკოვს უმძიმესი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, მისი თქმით დასავლეთმა უკვე დააწესა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა სანქცია, რაც შეეძლო და შეიძლებოდა და ახლა უძლურია.
“რისი გაკეთებაღა შეუძლიათ? თავიანთ ლგბტეებს გამოაგზავნიან საომრად?”

კადიროვმა გაიხსენა, რომ ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში ჩეჩნებმა გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 50 ერთეულზე მეტი დასავლური სამხედრო ტექნიკა.

გარდა ამისა, მას უკვირს, კავკასიელებს, რომლებსაც მუდამ სატანისტური რეჟიმიების წინააღმდეგ ბრძოლა სურდათ, რატომ არ დგანან რიგში გაწვევაზე სამხედრო კომისარიატებში“.
„ეს არის სატანისტების ბრძოლა მუსლიმებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ“, – აცხადებს ჩეჩნეთის მეთაური.

იტვირთბა....