„ქართულ ოცნებაში“ ვერ გაიზარდნენ და ისევ სიყმაწვილის სენით არიან შეპყრობილი, ქვეყნის მმართველობანას თამაშობენ – ამის შესხებ პატია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის სირცხვილია, როდესაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი ამის საქმის კურსში არ არის.
„აღმაშფოთებელია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვერ გაიზარდნენ და ისევ სიყმაწვილის სენით არიან შეპყრობილი, ქვეყნის მმართველობანას თამაშობენ. ვერ გაიაზრეს, რომ საბავშვო ბაღი არ არის ქვეყნის მართვა. ქვეყანა ისე არ უნდა მართო, როგორი ინსტიქტებიც ბავშვებს აქვთ – ვიღაცას ზეიმზე გვერდით არ დაუდგება, ლექსს არ იტყვის და ბუშტს არ დაიკავებს.
ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი ამის საქმის კურსში არ არის. იმედია, ოდესმე, „ქართული ოცნება“ მოეშვება ასეთ მავნებლობას. ეს ყველაფერი დამაკნინებელია პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და ქვეყნისთვის. როგორი მოქალაქეები ვართ, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტზე მოქმედმა პრეზიდენტმა არაფერი იცის“, – განაცხადა ელისაშვილი.

