ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერად ოფიციალურად დაინიშნა

რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა.

ბრიტანული მედიის ცნობით, რიში სუნაკსა და მეფე ჩარლზ მესამეს შორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში უკვე შედგა.

ახლად დანიშნულმა პრემიერმა სასახლე დატოვა და დაუნინგ სთრითისკენ გაემგზავრა. რიში სუნაკი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართავს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრი წელს უკვე მეორედ აირჩიეს.

იტვირთბა....