ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ოცნება სახელმწიფო მეთაურების დონეზე ცდილობდა სიტუაციის “დალაგებას” – ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ, როცა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავდა, “ქართული ოცნება” მოლაპარაკებებს სახელმწიფო მეთაურების დონეზე ცდილობდა, რომ პირდაპირ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა ეს ბრიუსელში ვიზიტის დროს უთხრეს:

“ისინი ხედავენ, რომ ოცნება ამ წუთის მდგომარეობით იყენებს სამ სტრატეგიას და პირდაპირ ღია ტექსტით გვითხრეს, რომ სამივე სტრატეგია განწირულია წარუმატებლობისთვის. ერთი ესაა ის, რომ ოცნება ცდილობს ისეთი პუნქტების შესრულებას რომელიც მათთვის ნაკლებად პრობლემატურია, იმიტომ რომ, არ კარგავენ კონტროლს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და შესაბამისად ძალაუფლებას და ეს არ გაუვათ;

მეორე ისაა, რომ ისინი ეცდებიან ან უკვე ცდილობენ ვაჭრობას “ამდენ პუნქტს შევასრულებთ დანარჩენთან მიმართებაში დაძრული გვექნება” და ისინი ამბობენ – არა, 12-ვე პუნქტი უნდა იყოს შესრულებული და არც ერთ პუნქტზე თვალების დახუჭვა არ მოხდება;

მესამე ისაა, რომ რაც სცადეს უკვე – 17 ივნისის გადაწყვეტილებამდე ოცნებამ სცადა ჩვენ თავზე გადამხტარიყო და პირდაპირ უმაღლეს დონეზე სახელმწიფო მეთაურების დონეზე “დაელაგებინათ” სიტუაცია და ისე მიეღოთ სტატუსი და როგორც მაშინ აღმოჩნდა ეს მცდელობა წარუმატებელი, ამჯერადაც ეს წარუმატებელი აღმოჩნდება” – განაცხადა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....