ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გიორგი მარგველაშვილმა, ჩემმა ძმაკაცმა თავი დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა”

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავი დაიღუპეს, როდესაც ისინი პოლიტიკაში წავიდნენ.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ მინისტრი იტყუება, წარმოგიდგენიათ? მე ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ რადგან თქვა, რომ ჩვენ ვიტყუებით სხვა არჩევანი არ დამრჩენია. თამუნა პირადად მე ძალიან მიყვარს. არის ერთი წესიერი გოგო, ჭკვიანი და მშვენიერი, რომელიც ძალიან დიდ გაუგებრობაში არის მოხვედრილი, ჩემი აზრით. გიორგი მარგველაშვილმა, ჩემმა ძმაკაცმა თავიც დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა, ვეუბნებოდი არ წახვიდე-მეთქი და ეს ადამიანიც დიდ შეცდომაში შეიყვანა ”

იტვირთბა....