სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ იმედია ტელეკომპანია “იმედი” მისი ლაქშერი სახლის ფოტოებს გამოაქვეყნებს.
“ორდღიანი სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა გუშინ დასრულდა ჩვენთან ვარაზის ქუჩაზე, რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობით შეიძინეს რამდენიმე წლის წინ და ეტაპობრივად გარემონტდა. სუსის თანამშრომლებს ამჯერად ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მოუყენებიათ, იარაღები აღარ ჩაუდიათ, რაც ჩაგიდეთ, გეყოფათო იმან და არც აგრესიულად გვექცეოდნენ, 16-ში რაც გაგიკეთეთ, ჯერჯერობით გეყოფათო იმან. ამჯერად გადაწყვიტეს, როგორც ადამიანს, ისე მოგვქცეოდნენ და არა როგორც ცხოველებს. დღეს, სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილს მაგიდაზე განთავსდება მნიშვნელოვანი ფურცლები, სადაც იგი წაიკითხავს, თუ რამდენი შტეფცელია სოსო გოგაშვილის სახლში, რამდენი ჭაღი, ონკანი, უნიტაზი, კიბის საფეხური, ტრაპი და როგორი შპალერია გაკრული ბავშვის ოთახში, ასევე იგი იხილავს ფოტოებს, სადაც გამოჩნდება მამას საძინებელი, რა დროსაც ლილუაშვილი იხმობს ღამბაშიძეს და ჩუმად ჩასჩურჩულებს ყურში: გიორგი, ხო ნამდვილად აქ ჩადეთ მაშინ იარაღები? რაზეც გიორგი სწრაფად, ჩუმად და ამაყად თავს დაუქნევს. შემდეგ ნახავს ეზოს ფოტოებსაც და კიდე გახედავს გიორგის და ეტყვის: – ხო ნამდვილად აქ დააგდეთ და დააკავეთ სოსო თავის შვილთან ერთად და აქ ურტყით წიხლები? რაზეც უფრო ამაყად დაუქნევს თავს სუსის გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ჩვენი ვაჟკაცი ღამბაშიძე. ბოლოში გრიგოლი დასძენს: გიორგი, იცოდე ამის მერე სპეცოპერაციის დროს ესპრესო და ამერიკანო აღარ გამაგონო, მოითმინეხოლმე.
ექსპერტიზა ჩატარდება დეიდაჩემის, მამაჩემის დაცვის, ჩემი და დედაჩემის სახლშიც.


