ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოლარიზაციის შემცირებისთვის ოპოზიციის ჩართულობაც მნიშვნელოვანია – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებისთვის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაცია დაგეგმილ ვადებში შესრულდება:

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია, ასევე მისი შემდგომი განვითარება. რაც შეეხება 12 – პუნქტიან გეგმას, ამასთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ შესაბამისი სამუშაო ჯგუფია და ვადებია განსაზღვრული, აღნიშნული პუნქტების შესრულება მიმდინარეობს იმ ტემპით, რა ტემპიც საჭიროა კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად. რაც შეეხება პოლარიზაციის ხარისხს, პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების, მთავრობის ძალისხმევა, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს მიმდინარეობს მუშაობა. ყველა პუნქტი ვადებში შესრულდება”,- განაცხადა მან.

იტვირთბა....