ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე წერს, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.
“ძაან კარგი ,თუ დაუმალეს სალომეს ალიევის ვიზიტი. საერთოდ, რაში გვჭირდება პრეზიდენტი? რა ფუნქცია აქვს რო?
შედი , ქალო , ბუტკაშიო და მარტო თვითონ დასხდნენ სუფრასთან, კაცები.
P.s- შეწყალების უფლება მაინც გამოიყენე, ქალბატონო პრეზიდენტო და ოპოზიციური არხის დირექტორი მაინც გამოუშვი, თორემ შენი არსებობა ხელისუფლებასაც რომ ავიწყდება, ხომ ხედავ!”, – წერს გრიგოლია.

