ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა – ანა აბაშიძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ, ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის ომბუდსმენის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა. მისი თქმით, ყველა კანდიდატი ღირსეულია და არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევს პარლამენტი, მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერი დემოკრატიულ პროცესში წარიმართოს:

„ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. წინ წასვლა ნიშნავს ზუსტად იმ ისტორიული მომენტის აღნიშვნას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა და რეალურად ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი მთავარი ღირებულებების – გავაფორმოთ, რომ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებელი ხალხი და ყოველთვის გვსურდა თავისუფალ სამყაროსთან ასოცირება, აი ამ პროცესში და სახალხო დამცველის არჩევაც საბედნიეროდ, არის ამ პროცესის ნაწილი. ამიტომ თუ ჩემზე ან სხვა, ღირსეულზე შეაჩერებთ არჩევანს, მაგრამ ეს არჩევანი იქნება სწორი, მე ვიქნები ბედნიერი. ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ თქვენ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი და თქვენ გაქვთ არჩევანი მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

იტვირთბა....