ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

