ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პლაკატის ჩამოხევის გამო პოლიციამ 21 წლის ბიჭი ცემაში მოკლა

ირანის უსაფრთხოების ძალებმა 21 წლის მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ირანის ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია. – ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 21 წლის ერფან რეზაეიმ ირანის ქალაქ ამოლში ირანის უზენაესი ლიდერის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია, რის შემდეგაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა მას იარაღით მხარში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

შეგახსენებთ, რომ ირანში არეულობა 6 კვირის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის უფლებადამცველი გოგო, მაჰსა ამინი, თეირანში ზნეობის პოლიციამ ირანის მკაცრი წესების დარღვევის გამო, [რომელიც ქალებს თმის ჰიჯაბით დაფარვას ავალდებულებს] 13 სექტემბერს დააკავა.

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა. თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

იტვირთბა....