საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ავტომობილზე შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მედიით გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ავტომანქანის საღებავებით მოხატვისა და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების შესახებ.
სახალხო დამცველი გმობს ზემოხსენებული თავდასხმის ფაქტს, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა” – წერს ლომჯარია.