ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია და არა უკრაინას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აწყობს სატელეფონო კარუსელს, ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც ბინძური ბირთვული ბომბის შესახებ. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ამ ომში ყველა სიბინძურის წყარო, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.
თუ ვინმეს შეუძლია გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენ ნაწილში ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია და ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს, სადმე დაერეკა. თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს – რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი, ახლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.” – განაცხადა ზელენსკიმ.