სიყვარული უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ, ისე მარადიულ ცხოვრებაში – საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას 13 ოქტომბრელს ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა.
” შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში მრავალ ჩვენგანს შეემთხვა მსგავსი უბედურება. რამდენი კაცი დაიღუპა ბრძოლის ველზე, რამდენი გარდაიცვალა ავადმყოფობით, რამდენი ბავშვი დაიღუპა უდროოდ და ტრაგიკულად! დღეს საკურთხეველში შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, დაკარგა სულ ცოტა ხნის წინ. თუნდაც გავიხსენოთ, რაც მოხდა ვაკის პარკში, როგორ ტრაგიკულად დაიღუპა შესანიშნავი გოგონა… და აი, ყველა ჭირისუფალს, ყველა დედას უფალი იესო ქრისტე იმავე სიტყვებს ეუბნება:„ნუ სტირი…“ – თქვა მეუფე შიომ.