თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხებაა. მიზეზის გასარკვევად, „იმედინიუსი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.
„საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“ მოხდა.