ახალი ამბები უკრაინის ომი

რუსებმა ნიკოპოლს ისევ შეუტიეს – არიან დაშავებულები

დილით რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის OVA-ს ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

“დილით რუსებმა ისევ დაბომბეს ნიკოპოლის რაიონი. ცეცხლში გახვიეს ნიკოპოლი”, – აღნიშნა მან.

წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

„ორი მათგანი მანქანით მოძრაობდა, როცა მანქანის გვერდით რუსული ჭურვი აფეთქდა…“ – განმარტა რეზნიჩენკომ.

გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, ქალაქში დაინგრა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი და რამდენიმე კერძო საწარმო.

იტვირთბა....