ახალი ამბები მსოფლიო

უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პირი რუსეთთან თანამშრომლობისთვის დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთისთვის ავიაძრავების მიყიდვისთვის კომპანია „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი დააკავა.

83 წლის ბოჰუსლაევს ბრალად კოლაბორაციონიზმი და აგრესორი სახელმწიფოს დახმარება ედება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულმა რუსეთში უკრაინული ძრავების საბითუმო პარტიების გასაყიდად უკანონო მიწოდების ტრანსნაციონალური არხები ააწყო, რომლებსაც რუსეთში სამხედრო ვერტმფრენების წარმოებისა და შეკეთებისთვის იყენებდნენ.

„მოტორ სიჩი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა, რომელიც საავიაციო ძრავებსა და ვერტმფრენებს აწარმოებს.

იტვირთბა....