სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ლანა დარჯანიას ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
კლინიკა “გიდი” არის დაწესებულება სადაც ახალგაზრდა ქალმა ოპერაცია გაიკეთა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონა ექიმების რეკომენდაციებს იცავდა, მაგრამ გართულებები მაინც განვითარდა.
“რომ წაიყვანეს გუშინწინ და მიიყვანეს და გადასხმა გაუკეთა ექიმმა და არაფერი არ სჭირსო და გამოუშვა, ღებინების შეგრძნება ჰქონდა ბავშვს იმას ყურადღება არ ჭირდებოდა? ახლა როგორ ამბობენ, იმას, რომ …საკვები საერთოდ არ მიუღია ბავშვს. შიოდა ბავშვს და ვერ ჭამდა”,– ამბობენ ოჯახის ახლობლები.
კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე მას ჩატარდა კვლევები და ნორმაში იყო. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰოლია და შესაბამისად მედიკოსების პრალეულობა კლინია გიდის ხელმძღვანელი გამორიცხავს.
“პირველ რიგში გამოირიცხება ოპერატორის ბრალი. ეს ცალსახად. ოპერატორი ვინც ოპერაციას აკეთებს, ქირურგის ბრალი. იმიტომ, რომ რომ რამე იყოს მისი ბრალი, თვითონ ოპერაციაზე ხდება პრობლემა და რომდესაც უკვე ოპერაციიდან გამოვა ადამიანი, დასტაბილურებულია, ერთი დღე გაათევს კლინიკაში ღამეს და შემდეგ გაეწერება და 4 დღის შემდეგ სისხლდენა განვითარდება აქ უკვე უნდა გამოიკვლიო რა მიზეზები იყო. შეიძლება, წნევამ აუწია ადამიანს, შეიძლება, დაიძაბა,”– დიმიტრი მხეიძე, კლინიკა “გიდის” დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ლანა დარჯანიამ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა და უკვე სახლში იმყოფებოდა, როდესაც სისხლდენა დაეწყო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს .