უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო დანაყოფები განაგრძობენ ხერსონის რეგიონიდან გასვლას.
მათი ინფორმაციით, ოკუპანტებმა მთლიანად დატოვეს ჩარივნესა და ჩკალოვეს დასახლებები.
გენშტაბი ასევე აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში რუსეთის მხრიდან გაზრდილია მაროდიორობისა და ძარცვის შემთხვევებიც.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული დანაყოფები განაგრძობენ დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ტერიტორიის დატოვებას. იმავდროულად გახშირდა მაროდიორობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვის შემთხვევები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მტერმა მთლიანად დატოვეს ჩარივნესა და ჩკალოვეს დასახლებები და ოფიცრების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია მოხდა ბერისლავიდან“ – აცხადებს გენშტაბი.