ახალი ამბები საზოგადოება

“ბოლოს იყო საუბარი, რომ ჯოხი გადატყდა მათზე” – ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული შემდუღებელი ძმების დედა

გიორგი და ვალერი გობეჯიშვილების ოჯახის პირველი ინტერვიუ – შემდუღებელი ძმების დედა დაკავებული შვილების ტრაგედიასთან შემხებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მის შვილებს შედუღების აპარატი, რომელიც გამოძიების მტკიცებით მათ გამოიყენეს, საერთოდ არ ჰქონიათ.

მეტიც, მარინა გობეჯიშვილი ამბობს, რომ რკინის ბადეს, რომლის მოხსნის გამოც სადენი დაზიანდა, მისი შვილები საერთოდ არ შეხებიან

“იქ მოხდა მილების შეფუთვა, აგრეგატებიდან გამომდინარე მილების შეფუთვა. იქ შედუღება არაფერ კავშირში არ იყო, არ შეუდუღებიათ უბრალოდ მიიტანეს დაჭრილი ლისტები და დაამაგრეს ბოლტებით, ორი აგრეგატის ცხაური ახადეს, მესამე აგრეგატთან მივიდნენ, მაგრამ არ მოუხდიათ, არ იყო მაგის საჭიროება, რომ მოეხსნათ ეს ცხაური ისე დაამაგრეს ის ლისტი. შეფუთეს, შავი გადაათეთრეს, ვიდეოშიც პირნათლად ჩანს, ამოწმებენ, რომ რამე ხომ არ არის ჩახვეული.

იქ შემთხვევითობას ადგილი არ ექნებოდა, რადგან ვერ მოაყოლებდნენ იმხელა კაბელს, თუ სადენს ცხაურსა და ბეტონს შორის. არ აუხდიათ, იქ მაინც ვერ მოჰყვებოდა.

ჩვენ აღარ ვიცით უკვე, შეიძლება იქ ახადა იქ ტარდებოდა გაწმენდითი სამუშაოები, იმიტომ, რომ ისე ვერ გაუშვებდნენ აუზში წყალს. შეიძლება ახადა კიდეც და შემდეგ დაფარეს არასწორად.

ბოლოს იყო საუბარი, რომ ჯოხი გადატყდა მათზე მესმის, მაგრამ ეგენი არ განიხილავდნენ მაგ თემას, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ არ იყვნენ მაგ თემაში დამნაშავეები” – ამბობს მარინა გობეჯიშვილი

შეგხსენებთ, რომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე შსს-მ განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს წაუყენა. ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....