რუსეთმა 22 ოქტომბერს დილიდან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კვლავ მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
„უკრენერგოს“ ინფორმაციით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა და ეს, შესაძლოა, 10-12 ოქტომბერს განხორციელებული დარტყმების შედეგად მიყენებულ ზიანზე უფრო სერიოზული იყოს. შეტევების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება 10 რეგიონში შეზღუდულია.
„რაშისტებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე კიდევ ერთი შეტევა განახორციელეს. ჩვენი სპეციალისტები ობიექტების აღდგენას მაშინ დაიწყებენ, როგორც კი სარაკეტო იერიშების შედეგები იქნება ლიკვიდირებული. „უკრენერგო“ ყველაფერს აკეთებს, რათა იმ რეგიონებში, რომლებიც დენის გარეშე დარჩნენ, ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე ვადებში იყოს აღდგენილი“ – აცხადებენ „უკრენერგოში“.
ცნობისთვის, 10-18 ოქტომბრის შუალედში რუსულმა ძალებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის 408 ობიექტზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს, ასევე გამოიყენეს კამიკაძე დრონები. ამის შედეგად უკრაინაში არსებული ელექტროსადგურების მესამედი განადგურებული იყო.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თავმჯდომარის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რუსი ოკუპანტების მასიური თავდასხმების შემდეგ დაახლოებით 1,5 მლნ აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
[su_quote]მტერი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმას[/su_quote] – წერს ტიმოშენკო თავის Telegram არხზე.
მისივე ინფორმაციით, კიევის დროით 12:10 სთ-ის მონაცემებით, ხმელნიცკის ოლქში ელექტრო ქსელიდან გათიშული იყო 672 ათასი აბონენტი, მიკოლაევის ოლქში – 188,4 ათასი, ვოლინის რეგიონში – 102 ათასი, ჩერკასის რეგიონში – 242 ათასი. , რივნეში – 174,7 ათასი, კიროვოგრადში – 61,9 ათასი, ხოლო ოდესაში – 10,5 ათასი.