საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს სადავო ცვლილებები ქვეყნის მაუწყებლობის შესახებ კანონში და იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც სარგებლობს ინდუსტრიის ფართო მხარდაჭერით, – ამის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” სტატიაშია აღნიშნული, რომლის სათაურია : „საქართველოს მაუწყებლობის კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ცენზურის შიშს აჩენს“.
„პოლარიზაციასთან და კომუნიკაციების კომისიის მიმართ დაინტერესებულ მხარეთა ნდობის ნაკლებობის კუთხით საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული პრობლემების გათვალისწინებით, ნაბიჯები, რომელიც მომართულია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კომისიის უფლებამოსილების გაზრდისკენ უკიდურესად შეუსაბამოა და უნდა გაუქმდეს“,– აცხადებს „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიდი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს მედიის ექსპერტებთან და მაუწყებლობის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაონ მარეგულირებელი სისტემა, რომელიც არ ქმნის მიკერძოებული გამოყენების საფრთხეს.