თბილისის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა, სავარაუდოდ, მძიმეა.
ქართულ-ამერიკული ჰოსპოტალიდან პაციენტი სხვა კლინიკაში გადაჰყავთ. პოლიცია კი ამ დრომდე ვერ გადის სავარაუდო დამნაშავის კვალზე.
უცნობია რა მოხდა ლაღიძის ქუჩაზე და რატომ ააფეთქეს ხელყუმბარა ქალაქის ცენტრში.
“წაცლილი აქვს ნახევარი გვერდი ბავშვს. მანქანაშ ხო გადარჩებოდა? ე.ი. ფეხზე იდგა, ან მაღაზიიდან გამოდიოდა. კიდურები და ხერხემალი აქვს დაზიანებული,“ – ამბობენ დაშავებულის ახლობლები
3 დაზარალებულიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
ქალაქის ცენტრალური ქუჩები ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, გადაკეტილია ყველა პარალელური ქუჩა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.