ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

1,5 მილიარდი ევრო ყოველთვიურად – ევროკავშირის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას

2023 წელს ევროკავშირი კიევს ყოველთვიურად მილიარდნახევარი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს –  ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით სამიტის მეორე დღის შედეგების შეჯამების შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს უკრაინას წყლის, სითბოს და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში. ხოლო სამიტის თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი გეგმავს სანქციების გამო გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის აღსადგენად.

წყარო: BBC

იტვირთბა....