უკრაინაში გარდაცვლილი გმირის ოჯახი ამბობს, რომ მიხეილ ყაფლანიშვილი უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა.
“გუშინწინ საღამოს ველაპარაკე და მითხრა, ძაან ისეთ ადგილას მივდივარ და 2-3 დღე შეიძლება ვერ გიპასუხოო. საღამოს ვანო ნადირაძემ დამირეკა და მითხრა ეს ამბავი,“– ამბობს ოჯახის წევრი.
მეგობრები ამბობენ, რომ ყაფლანიშვილი ომში წასვლამდე სამოქალაქო აქტივისტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი იყო. ხშირად ჩნდებოდა აქციებზე და აპროტესტებდა რუსულ ოკუპაციას საქართველოში.
ქართველი მეომარი ომში ემიგრაციიდან წავიდა. გერმანიაში სამუშაოდ ჩასულმა გადაწყვიტა უკრაინული მიწები დაეცვა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ერთ ღამეში ორი ქართველი მებრძოლი ალექსანდრე მარტიაშვილი და მიხეილ ყაფლანიშვილი დაიღუპა.
უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს რამდენიმე საათში კიევის ტაძარში გადაასვენებენ. სამშობლოში ჩამოსვენებამდე მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სწორედ უკრიანის დედაქალქში გაიმართება.