პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გამარჯობა! მძიმეა ჩემთვის მხიარულად დღის ამბების გადმოცემა, როდესაც ჩვენ კიდევ 2 ქართველი მებრძოლი – მიშა კაპლანი (მიხეილ ყაფლანიშვილი) და ალექსანდრე (ალეკო) მარტიაშვილი გმირულად დაგვეღუპა ბრძოლის ველზე!
დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს გმირებს! ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, თანამებრძოლებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას!
#BუკაDეილიNიუსი ს #BDN ის ცნობით:
– ფრონტის მთელ გაყოლებაზე ვითარება უცვლელია! ხერსონის მიმართულებაზე ურდოს გაყავს ბრძოლისუნარიანი ნაწილები და შეყავს ჩმობიკები! ახალი 2000-იანი პარტია შევიდა ბოლო დღეებში! ბრძოლა იქნება ხერსონისთვის, სერიოზული ბრძოლა და მასში გამარჯვებას დროც დაჭირდება და სამწუხაროდ მსხვერპლიც იქნება!
გუშინ ისევ დაბომბეს ჩვენებმა ანტონოვკის ხიდის მიმდებარედ საბარჟო გადასასვლელები! მიკოლაევის მიმართულებაზე ჩვენებმა ჩამოაგდეს ურდოს კიდევ ერთი სუ-25!
ზაპოროჟიეს, ხარკოვის და ლუჰანკის მიმართულებაზე ვითარება პრაქტიკულად უცვლელია!
დონეცკშიც ბახმუტის მიმართულებაზე ვითარება რთულია, მაგრამ სრულად ჩვენების კონტროლის ქვეშაა! ვაგნერელები კი განაგრძობენ უაზროდ შესკდომასნჩვენს თავდაცვის ზღუდეებზე!
ბელარუსის ტერიტორიაზე გრძლედება ურდოს ძალთა კონცენტრაცია! თუმცა, ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, ეს არ არის ის ძალა, რომელსაც რაიმე იერიშის თავი შეიძლება ჰქონდეს! უბრალოდ, ჩვენც გვიწევს ძალების გადასროლა და შესაბამისად სხვა მიმართულებებზე იერიშების შენელება!
პოლონეთმა და ლიეტუვამ გადაისროლეს სამხედრო ძალები ბელარუსის საზღვრის მიმართულებით! ურდოსგან და ფსიქოპათი პუტლერისგან არასდროს არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება!
ჩვენებმა ისევ დაბომბეს რუსეთის ბელგოროდის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის და ტექნიკის თავშეყრის ადგილები! ურდომ საპასუხოდ გამოუშვა ისევ ირანული დრონები!
გაზეთ ჯერუსალემ პოსტის ცნობით, 10 ირანელი ინსტრუქტორი, რომლებიც დრონების მართვაში წრთვნიდნენ ურდოს, გაამგზავრეს კობზონის კონცერტზე!
ირანიდან 2 სატვირთო თვითმფრინავი ჩავიდა მოსკოვში. ფრენის მიმართულება, წინასწარი მონაცემებით ყაზახეთის გავლით კასპიის ზღვაა!
ირანმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია და თავი შეიკავონ უკრაინაში მგზავრობისგან!
ევროკავშირი თანხმდება მომავალი წლის განმავლობაში 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე უკრაინისთვის! ამას დაემატება აშშ-ს დახმარება და შეივსება ყოველთვიური აუცილებელი რესურსი!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ დაინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი