აქტუალური თემა ახალი ამბები უკრაინის ომი

რუსული აგრესიის სისასტიკე – უკრაინაში 6 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსული აგრესიის მსხვერპლი მხოლოდ ქართველი მებრძოლები არ არიან.

გაერომ დათვალა და დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია, რადგან მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს, დილით რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო იერიში მიიტანეს, მათ შორის არის როგორც კიევის, ასევე ხმელნიცკის ოლქი.

პარალელურად უკრაინამ დაადასტურა ინფორმაცია ანტონოვკის ხიდზე თავდასხმის შესახებ.

 

გუშინ ბრიუსელმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად კიევში მინიმუმ 1.5 მილიარდი ევრო გადაირიცხება. დახმარებას დასავლეთი აგრძელებს ომის პროცესში გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე.

იტვირთბა....