რუსთავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, მას ბასრი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა 20 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა.
დაჭრილი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში მედიას განუცხადეს, ამჟამად პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წყარო: მთავარი არხი