ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არესტოვიჩი, პოდოლიაკი, დანილოვი, გონჩარენკო, არახამია სააკაშვილის მსახური არიან – მათიკაშვილი

[su_quote] ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ: არისტოვიჩმა, პოდოლიაკმა, დანილოვმა, გონჩარენკომ თუ არახამიამ, რომელიც უკრაინელი ხალხის მსახურისა რა მოგახსენოთ და, სააკაშვილის მსახური ნამდვილად არის – საქართველო არც ერთი მიზეზით და არაფრის დიდებით ომში არ ჩაერთვება.

ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვა ვერ იქნება შვება ვერავისთვის, როგორც ეს ომის დაწყებამდე დანილოვმა იკადრა და განაცხადა. თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოსგან პირდაპირ მოითხოვდნენ ომში ჩართვას და საომარ მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღებას, ამ განცხადებების შემდგომ კითხვის ნიშნები აღარ უნდა გაჩნდეს. [/su_quote]

-ამბობს ,,ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი “„პალიტრანიუსთან” უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებაზე ,  რომელმაც თქვა – “მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა…”

იტვირთბა....