ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯონ კერი ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ, თუ სირიის სამშვიდობო გეგმა ჩავარდება, კონფლიქტში შესაძლოა, უცხოური ძალები ჩაერთონ.

ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას, პირველ რიგში, რუსეთი არღვევს, რომელიც იერიშებს არ წყვეტს და ასადის რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძობს. მისი აზრით, სირიის ომის შეჩერება ასადის პირობებში შეუძლებელია.

„თუ ასადის რეჟიმი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს და, თუ რუსეთი და ირანი არ დაარწმუნებენ ასადს, შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, მაშინ საერთაშორისო საზოგადოება გულხელდაკრეფილი არ იჯდება. ის უფრო გაზრდის აქტივობას, რომ მათზე ზეწოლა გააძლიეროს. არსებობს შესაძლებლობა, რომ დაეშის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ადგილზე დამატებითი სახმელეთო ძალების მობილიზება მოხდეს,“ – აღნიშნავს ჯონ კერი.

იტვირთბა....