ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩვენს სახლში გამომძიებლებმა აღწერეს გათბობის რადიატორები, ხელსაბანი ნიჟარები, ტრაპები, შტეფცელები – ნინი გოგაშვილი

სოსო გოგაშვილის სახლში ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა. ინფორმაციას უშიშროების ყოფილი მარალჩინოსნის შვილი, ნინი გოგაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოსო გოგაშვილის ოჯახის ინფორმაციით, გამომძიებლები 6 საათის განმავლობაში მათს სახლში ყველა ნივთს აღწერენ. ასევე, დღეს ისინი ვერ ახერხებენ პროცესისი დასრულებას და მოსვლას ხვალ გეგმავენ.

“სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა ჩვენს სახლში ახლაც მიმდინარეობს, 6 საათის წინ დაიწყო აღწერა. აღწერეს გათბობის რადიატორები, ხელსაბანი ნიჟარები, ტრაპები, შტეფცელები, კონდინციონერები, შპალერები, ჭაღები, უნიტაზები, პლინტუსები და ა.შ აქედან გამომდინარე, დღეს ვერ ასწრებენ ექსპერტები აღწერის დასრულებას და კიდევ მოვლენ გამომძიებლებთან ერთად”,- წერს ნინი გოგაშვილი.

იტვირთბა....