ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტყიბულში სამართალდამცველი თაღლითობისთვის დააკავეს

თაღლითობა ტყიბულში – პოლიციამ რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 1970 წელს დაბადებული მ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.შ.-მ მოქალქეს მოტყუებით, ჩამორთმეული მართვის უფლების თითქოსდა აღდგენის სანაცვლოდ გამოართვა 2000 ლარი” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....