ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ, სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, ორი მამაკაცი დააკავეს.
დაკავების დეტალებს სკოლის მანდატური ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას იხსენებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად შემოდიოდა შეტყობინება, როგორც მოსწავლეებისგან, ისე მათი მშობლებისგან. მიგვითითეს პიროვნებაზე. რომ მივედი და გამარჯობა ვუთხარი ეგრევე გაიქცა. დადევნების პერიოდში, პოლიციას აცნობა ჩემმა ხელმძღვანელებმა და პოლიცია წამომეხმარა. გვითხრა, გამიშვით მეტს აღარ ვიზამო? ვუთხარი რა ქენი, რომ აღარ იზამ-თქო“, – ამბობს სკოლის მანდატური.

