ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ბატონო პუტინო, უკრაინაში არ არის სამოქალაქო ომი, ეს თქვენი აგრესიაა”

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, უკრაინასა და სირიაში წარმოებული ომის ავტორად დაასახელა და მას “აგრესორი” და “ოკუპანტი” უწოდა.

ამის შესახებ მან მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს უპასუხა, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე ევროპა და ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

„მძულს იდეა, რომ მიწევს კომენტარის გაკეთება ბატონი მედვედევის სიტყვებზე. ყველასათვის გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს არის ალტერნატიული ევროპა, ალტერნატიული ღირებულებებით. იზოლაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, რელიგიური ფანატიზმი, ჰომოფობია, – ამას თავისი სახელი აქვს, თავისი ლიდერი – ბატონი პუტინი. მას ჰყავს ჯარი, რომელიც იბრძვის ევროპის წინააღმდეგ. ჩვენ ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ. ბატონო პუტინო, უკრაინაში არ არის სამოქალაქო ომი, ეს თქვენი აგრესიაა. არ არის ომი ყირიმში, იქ თქვენი სამხედროები არიან, ვინც ოკუპაცია მოახდინეს. არ არის სამოქალაქო ომი სირიაში, იქ თქვენი თვითმფრინავებია ვინც ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას,“ – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

იტვირთბა....