ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ სასამართლოში არა ერთი მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც ბრალდებულების ბრალეულობას ამტკიცებს:
„დღეს, დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ეს სიტყვა წინააღმდეგობაში იყო საქმეზე წარმოებულ მტკიცებულებებთან, ეფუძნებოდა მხოლოდ ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას. ჩვენ სასამართლო სხდომაზე ძალიან თვალნათლივ წარმოვაჩინეთ, რომ ბრალდებულების ჩვენებაც წინააღმდეგობაშია საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. ამდენად, მიგვაჩნია, რომ დასკვნითი სიტყვით ნათქვამი ეს პოზიცია არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, უნდა გაიზიაროს ჩვენი პოზიცია, რითაც ვითხოვთ, რომ განაჩენი გადაკვალიფიცირდეს ისევ ძველ მუხლზე, შეიცვალოს კვალიფიკაცია 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და დაადგინოს გამამატყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.