ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციის აგენტები იყვნენ ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ – პედოფილიისთვის დაკავებულებზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა

ქუთაისში მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული მამაკაცები, სავარაუდოდ, პოლიციის აგენტები იყვნენ – ამის შესახებ უფლებადამცველები აცხადებენ. მათი თქმით, ბრალდებულები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებენ, როგორც პოლიციის აგენტები და სწორედ ამის გამო სარგებლობდნენ ხელშეუხებლობით:

“ბატონი ირაკლი დანგაძის საქმეში ფიგურირებს, როგორც პოლიციის მიერ შეგზავნილი პიროვნება, რომელმაც კამერა დაიმაგრა გულზე და შესაბამისად განახორციელა ამ პიროვნებასთან აუდიო ჩაწერა. არსებობს აუდიო ფაილი, სადაც აღნიშნული პიროვნება ადასტურებს, რომ არის მაღალჩინოსნების მიერ მიგზავნილი. ასევე ადასტურებს, რომ მაღალჩინოსნებმა დაუკვეთეს ირაკლი დანგაძის დაჭერა. ფიგურირებს თურმე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში, ასევე როგორც პოლიციის მიერ შეგზავნილი ე.წ. აგენტი” – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა.

იტვირთბა....