“ლელოს” ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სანქციებში სასიხარულო არაფერია და ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია. მისი განმარტებით, სანქციების დაწესება “ქართული ოცნების” ანტიდასავლურმა პოლიტიკამ გამოიწვია:
„რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი. რა თქმა უნდა, თავისთავად სანქციებში სასიხარულო არაფერი არ არის, როდესაც ადამიანები სანქცირდებიან ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი”, – აცხადებს ჯაფარიძე.