ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თქვენ გაქვთ რამდენიმე კვირა, ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში – ხაბეიშვილი “ოცნების” წევრებს

ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ოცნების დეპუტატებს მოუწოდებს, ამხილონ ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში და დატოვონ სახელისუფლებო პარტია. მისი თქმით, უკრაინის შემდეგ ივანიშვილი გარემოცვას სანქციებს აშშ, ბრიტანეთუ და ოფიციალური ბრიუსელიც დაუწესებს:

„მინდა მოვუწოდო “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრებს, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან პარლამენტში. დავასახელებ 4 მათგანს თუმცა ეს არ არის ვიწრო წრე, რომელთა რუსულ კავშირებზეც ჩვენ ვმუშაობთ. საუბარია ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეზე, ალექსანდრე დალაქიშვილზე, ანტონ ობოლაშვილზე და ისკო დასენზე. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენს რუსულ კავშირებთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ რამდენიმე კვირა ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში, დატოვოთ უმრავლესობა და უზრუნველყოთ “ქართული ოცნების” უმრავლესობის დაშლა პარლამენტში, რაც საქართველოში გამოიწვევს ახალ არჩევნებს და შემდგომ ხელისუფლების ცვლილებას.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ სიას, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე შედგენილი აქვს და ამ სიაში არიან: ვანო ჩხარტიშვილი, რუხაძე, ხიდაშელი და ფარცხალაძე. ბატონ რუხაძესაც, მის ტელეკომპანია “იმედთან” ერთად აქვს კიდევ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის. ასევე, მოვუწოდებ ჩხარტიშვილს, ფარცხალაძეს და ხიდაშელს – ერთადერთი ხსნა და ერთადერთი გზა არის მხილება ივანიშვილის და სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის ყველაზე ძვირფასს, ფულს, რომელზეც გიჟდებით, დაემუქრება სერიოზული საფრთხე ისევე, როგორც უჩა მამაცაშვილი თავის მილიარდებს დაემშვიდობება მას შემდეგ რაც უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოსცა კონკრეტული სანქციები და ამას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ამას აუცილებლად გაიზიარებს ოფიციალური ბრიუსელი”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....