ახალი ამბები მთავარი სამართალი

ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტები გოგაშვილის სახლში იმყოფებიან – ადგილზე ქონების აღწერა მიმდინარეობს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში დილიდან სამართალდამცველები და ექსპერტები არიან მისული და ქონების აღწერას აწარმოებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა შესაბამის ოქმს ხელი არ მოაწერა, ექსპერტები აღწერის პროცესს მაინც განაგრძობენ. ისინი ცდილობენ, გოგაშვილის შემოსავლები შეისწავლონ. მიმდინარეობს ასევე შიდა სივრცის აღწერა და დათვალიერება.

იტვირთბა....